სინეტიკ თეატრის ორი ძალიან ცნობილი დადგმა– “სტუმარ მასპინძელი” და მეფე ლირი” რუსთაველის თეატრში მაყურებელს 3-4 და 8-9 ნოემბერს შეუძლია ნახოს.
სინეტიკ თეატრის დამაარსებელი ქართველი რეჟისორი პაატა ციქურიშვილია, ასევე, ქორეოგრაფი და მსახიობი ირინა ციქურიშვილი-გვენეტაძე. სწორედ ის ასრულებს აღაზას როლს სპექტკალში “სტუმარ-მასპინძელი,” რომელიც 3-4 ნოემბერს გაიმართება რუსთაველის თეატრის სცენაზე.
ვაჟა-ფშაველას პოემის მისედვით შექმნილ ერთმოქმედებიან დადგმაში “სტუმარ-მასპინძელი” ქართველი და ამერიკელი მსახიობები მონაწილეობენ: დენ ისტრატე, ირინა ციქურიშვილი, ბენ ქუნისი, კახი კავსაძე, ფილიპ ფლეჩერი, რინ თაქერი, სკოტ ბრაუნი, ირინა კავსაძე, ირინა კოვალი, დალას ტოლენტინო, რაიან ტუმოლტი, ქრის დინოლფო, რაიან სელერსი, ვატო ციქურიშვილი და მეთ უორდი.
თეატრი ვაშინგტონში დიდი პოპულარობით სარგებლობს. მას თეატრალურ დაჯილდოვება ჰელენ ჰეისზე, რომელსაც ვაშნგტონის ოსკარსაც უწოდებენ, 89 ნომინაცია და 25 პრიზი აქვს მოპოვებული.
სახელიდან გამომდინარე, სინთეზური თეატრი – სინთეზურია. მაგალითად, “მეფე ლირში”, რომელსაც რუსთაველის თეატრის მაყურებელი 8-9 ნოემბერს ნახავს, მსახიობები არ საუბრობენ.
სინეტიკ თეატრის პირველი წარმოდგენა თბილისში,რუსთაველის თეატრში, დღეს, სამ ნოემბერს, 19:45 წუთზე გაიმართება.
ბილეთის ფასი 15-40 ლარია.