„იდეა ძალიან საინტერესოა იმიტომ, რომ გვინდა ეს ჩვენ, არ გვინდა, მოგვწონს ეს ჩვენ, არ მოგვწონს – ეს ჩვენი წარსულია და ამიტომ შეიძლება ვიფიქროთ ამაზე,“ – აღნიშნა ოდიშარიამ.
რაც შეეხება გორში სტალინის ძეგლის ხელახლა შესაძლო აღმართვას, ოდიშარია განმარტავს, რომ საჭიროა საკითხის შესწავლა და იმ მოსახლეობის რაოდენობის დადგენა, ვინც ამ მოთხოვნას ეთანხმება. თუმცა, მისი აზრით, საკითხი ყველგან ადგილობრივმა თვითმმართველობამ უნდა გადაწყვიტოს.
„ყველა ქალაქს აქვს თავისი დამოუკიდებლობა. ვთქვათ, თბილისში თუ რაღაცას ვგეგმავთ, თბილისელებს უნდა ვკითხოთ და განხილვის საგანი უნდა გახდეს წინასწარ.“