ტელესერიალმა ექვსი ჯილდო მიიღო, მათ შორის ვიზუალური ეფექტებისთვის და საუკეთესო კოსტუმებისთვის, რომლის შემქმნელიც დიზაინერი მიშელ კლეპტონია.
“Game of Thrones”– ის შემდეგ ყველაზე დიდი წარმატება BBC nature-ს ხვდა წილად, შოუ Frozen Planet ოთხი ჯილდოს მფლობელი გახდა.
ჯილდო ხვდა წილად მსახიობ ქეითი ბეითსაც, თუმცა ოსკაროსანმა მსახიობმა პრიზის აღება პირადად ვერ მოახერხა, რადგან მკერდის სიმსივნის გამო მან სულ რამდენიმე ხნის წინ მძიმე ოპერაცია გადაიტანა.