სახელის გადარქმევის ცერემონია ლონდონში უესტმინსტერის სასახლესთან გაიმართა სადაც ტრაფარეტი აღმართეს კოშკის ახალი სახელწოდებით.
კოშკისთვის სახელის შეცვლის იდეა კონსერვატიული პარტიის წარმომადგენელმა ტობიას ელვუდმა წამოაყენა.
სახელის გადარქმევაზე დეპუტატები და ბრიტანეთის სამი ძირითადი პარტიის ლიდერები მსჯელობდნენ. საბოლოოდ პარლამენტმა გადაწყვეტილება მიიღო და ელიზაბეთის დედოფლად კურთხევიდან 60 წლისთავზე, პატივისცემის გამოხატვის ნიშნად, ცნობილ კოშკს მისი სახელი უწოდა.
როგორც ადგილობრივი მედია იუწყება ტურისტები და მოსახლეობა არც თუ ისე კმაყოფილია სახელის გადარქმევის იდეით. ინტერნეტ სივრცეში უკვე გამოჩნდა ვიდეო და ფოტო მასალა წარწერებით “კოშკი ჩვენთვის ყოველთვის ბიგ ბენად დარჩება”
ლონდონის ცენტრში მდებარე 96 მეტრის სიმაღლის ნეო–გოთიკური სტილის შენობა, რომელიც ცნობილია საათით და ზარით, რომელიც 13.5 ტონას იწონის ტურისტებისთვის ერთ–ერთი ყველაზე საყვარელი ადგილია.




