ხელოვნება

ფოლკჯგუფ “ჩვენებურების” ახალი პროექტი

17 სექტემბერი, 2012 •
ფოლკჯგუფ “ჩვენებურების” ახალი პროექტი

ამავე  პროექტის ფარგლებში „ჩვენებურები“ ერთობლივ ალბომს ჩაწერს საფრანგეთში 1962 წლიდან მოღვაწე ანსამბლ  „მერანის“ ჯერ კიდევ ცოცხალ წევრებთან ერთად.

ეს სიმღერა დაიწერა მეტეხის ციხეში საბჭოთა რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი სიკვდილმისჯილი ქართველი მეომრების მიერ 1921 წლის შემდგომ მოვლენებთან დაკავშირებით.

ალბომში,  „შეფიცულთა“ გარდა, ის სიმღერებიც  შევა, რასაც ემიგრანტთა ანსამბლი გასულ საუკუნეში საფრანგეთში  ქმნიდა და ასრულებდა. აღშნული სიმღერები  ქართული საზოგადოებისთვის დღემდე უცნობია  

პროექტი საფრანგეთის ქართული სათვისტომოს თავმჯდომარის  ოთარ პატარიძის დახმარებით ხორციელდება.

ფოლკჯგუფი „ჩვენებურები“  11 წლის წინ ცნობილმა მომღერალმა, ლოტბარმა და ანსამბლ ერისიონის სოლისტმა ნუგზარ კურცხალიამ ჩამოაყალიბა.   ჯგუფს 4 ალბომი აქვს გამოშვებული.


მასალების გადაბეჭდვის წესი