სპილბერგის ახალი ფილმი ისტორიული დრამაა, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების მეთექვსმეტე პრეზიდენტზე, აბრაამ ლინკოლნზე და მის პოლიტიკურ ცხოვრებაზე მოგვითხრობს.
ფილმში, რომლის სცენარიც დორის კერნსის წიგნის მიხედვით შეიქმნა აბრაამ ლინკოლნის როლს მსახიობი დენიელ დეი–ლიუისი ასრულებს.
სტივენ სპილბერგი პროექტს კომპანია DreamWorks–თან და Touchstone Pictures–თან ერთად ახორციელებს.
ფილმში ასევე მონაწილეობენ მსახიობები ტომი ლი ჯონსი, ჯოსეფ გორდონ ლევიტი, ხოლო ლინკოლნის მეუღლის, მერი ტოდ ლინკოლნის როლს მსახიობი სალი ფილდი ასრულებს.
ფილმის ბიუჯეტი 50 მილიონი დოლარია, პრემიერა კი 16 ნოემბერს შედგება.