ხელოვნება

კასპში ელინისტური ქვევრსამარხები აღმოაჩინეს

25 აგვისტო, 2012 •
კასპში ელინისტური ქვევრსამარხები აღმოაჩინეს

ქვევრსამარხის ნაშთი
ქვევრსამარხის ნაშთი

როგორც მკვლევარები აცხადებენ, ქვევრსამარხები საქართველოში წარმართულ პერიოდში იყო გავრცელებული. მაშინ გარდაცვლილი ემბრიონის ფორმაში, ქვევრში ჩადებული იკრძალებოდა.

დაკრძალული ადამიანის ნეშტებთან ერთად აღმოჩენილია თიხის ჭურჭელი, ბრინჯაოს სამკაულები და ყველაზე უნიკალური, ბრინჯაოს შუბის პირი.

ამ დრიოსთვის სულ ოთხი, მათ შორის ერთი მცირე ზომის ქვევრსამარხია აღმოჩენილი. 

აქამდე ქვევრსამარხები მხოლოდ მცხეთაში იყო ნაპოვნი. მკვლევარები არ გამორიცხავენ, რომ აღმოჩენილი საფლავების მიმდებარე ტერიტორიაზე კიდევ მიაკვლიონ სხვა ქვევრსამარხებსაც.

გაწმენდითი სამუშაოები აღმოჩენის ადგილზე ახლაც მიმდინარეობს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი