ხელოვნება

“მის მსოფლიო 2012” დღეს გამოვლინდება

18 აგვისტო, 2012 •
“მის მსოფლიო 2012” დღეს გამოვლინდება
სალომე ხომერიკი
სალომე ხომერიკი
“მის მსოფლიო 2012”-ზე “მის საქართველო 2012”-ის გამარჯვებული უნდა გამგზავრებულიყო, თუმცა მის მსოფლიოს ადმინისტრაციამ კონკურსის ჩატარება ოქტომბრის ნაცვლად აგვისტოში გადაწყვიტა. საქართველოში კი “მის საქართველო 2012” ჯერ არ აურჩევიათ. ამიტომ, კომპანია “იმიჯ ცენტრის” გადაწყვეტილებით, მის მსოფლიო 2012-ზე შარშანდელი ვიცემისი გაემგზავრება.
 
ქართველი კონკურსანტი 20 წლისაა, მისი სიმაღლე 1.79 სანტიმეტრია, სალომე ხომერიკს სუხიშვილების სახელობის ქორეოგრაფიული სტუდია აქვს დამთავრებული. ის მონაწილეობას “მის მსოფლიოს” ტალანტ– შოუშიც იღებს და ტრადიციულ ცეკვა ლაზურს შეასრულებს.

სალომე ხომერიკს მონაწილეობა “მის სამყაროზე” უნდა მიეღო, თუმცა ეს კონკურსი “მის მსოფლიოს” შემდეგ ჩატარდება, ამიტომ ჯერჯერობით უცნობია, ვინ გაემგზავრება “მის სამყაროზე” საქართველოს სახელით.

“მის მსოფლიო 2012″–ის ფინალური შოუ დღეს, 18 აგვისტოს, ჩინეთის ქალაქ ორდოსში საქართველოს დროით 15:30 საათზე გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი