ხელოვნება

ჰარი პოტერის მკითხველთა ონლაინ კლუბი

6 აგვისტო, 2012 •
ჰარი პოტერის მკითხველთა ონლაინ კლუბი

კლუბში გაერთიანება ნებისმიერ ადამიანს შეეძლება, აქ ავტორი წიგნის მოყვარულებს ჰარი პოტერის ჯადოსნურ სამყაროზე თავად ესაუბრება.

როგორც საიტის ადმინისტრატორი აცხადებს, ეს წამოწყება საუკეთესო საშუალება იქნება იმისათვის, რომ ბავშვები კითხვით დაინტერესდნენ, რადგან ეს იქნება ადგილი, სადაც მათ შეეძლებათ ერთმანეთს წიგნის წაკითხვით მიღებული შთაბეჭდილებები გაუზიარონ.

11 ოქტომბერს ჯოან როულინგს მკითხველებთან ონლაინ ჩართვა ექნება, ეს პირველი შემთხვევაა 2007 წლის შემდეგ, როდესაც ავტორი “ჰარი პოტერს” წიგნის ფანებთან ერთად განიხილავს.

ვებ-გვერდზე არა მხოლოდ წიგნის, არამედ “ჰარი პოტერი” ფილმების სერიების განხილვაც მოეწყობა, საიტი მუდმივად აქტიური იქნება და აქ ნებისმიერ კითხვაზე პასუხის მოძიება იქნება შესაძლებელი.

ჰარი პოტერის მკითხველთა კლუბის მისამართია www.scholastic.com/hpreadingclub.

მასალების გადაბეჭდვის წესი