ხელოვნება

‘ბეთმენი – შავი რაინდის აღზევება’ შემოსავლიანი ფილმების სათავეში ექცევა

6 აგვისტო, 2012 •
‘ბეთმენი – შავი რაინდის აღზევება’ შემოსავლიანი ფილმების სათავეში ექცევა

ფილმის პრემიერა ამერიკის შეერთებულ შტატებში 16 ივლისს, მსოფლიო პრემიერა კი 20 ივლისს შედგა.

შავი რაინდის აღზევება ბეთმენის შესახებ გადაღებული ფილმების ბოლო სერიაა, 8 წლის შემდეგ ბეთმენი კვლავ ბოროტების წინააღმდეგ იბრძვის.

ფილმში ბეთმენის როლს ცნობილი მსახიობი კრისტიან ბეილი ასრულებს, ბოლო სერიაში ენ ჰეტეუეი,  მორგან ფრიმანი, გარი ოლდმანი და სხვა მსახიობებიც მონაწილეობენ.

ფილმის ბიუჯეტი 250 მილიონი დოლარია, საერთო შემოსავალი კი, Internet Movie Database-ს (IMDB) მონაცემებით, უკვე 550 მილიონზე მეტია.

ფილმის ნახვა საქართველოს კინოთეატრებშიც შეგიძლიათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი