ვალერი მელაძის კონცერტი დღეს, 21:00 საათზე უნდა გაიმართოს ბათუმში, პიაცაზე.
მელაძის კონცერტს წარმოადგენს კომპანია “ორბი ჯგუფი”. აღნიშნული კომპანია აშენებს ბათუმში ახალ სასტუმრო-კომპლექსს, რომლის მშენებლობასაც დღეს, 2 აგვისტოს, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პირადად ჩაუყარა საფუძველი.
მელაძის კონცერტის ერთ-ერთი ორგანიზატორია დავით ოქიტაშვილი, კულტურის სამინისტროს ღონისძიებათა სამსახურის ხელმძღვანელი.
მელაძის დღევანდელ კონცერტზე დასასწრები ბილეთები 30-80 ლარი ღირდა. კონცერტი საქველმოქმედოა და შემოსული თანხა ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს მოხმარდება.