რეჟისორმა განაცხადა, რომ დოკუმენტური ფილმი ცნობილი მომღერლის შესახებ თითქმის მზადაა:
“ჩვენ გვაქვს ისეთი უნიკალური დოკუმენტური ჩანაწერები, რომელიც არასოდეს არავის უნახავს, კულისებში თავად მაიკლის მიერ გადაღებული საკუთარი თავი და კადრები სცენის მიღმა”, – განაცხადა რეჟისორმა.
დოკუმენტური ფილმი 40–მდე ინტერვიუსგანაც შედგება, მათ შორის, ინტერვიუები ჯექსონის ქორეოგრაფთან, მასთან მომუშავე მუსიკოსებთან და სხვა ადამიანებთან, ასევე მომღერლებთან– მერაია ქერისთან, შერილ ქროუსთან და ქენი უესტთან, რომლებიც ჯექსონის ბექ–ვოკალისტები იყვნენ ალბომის Bed-ის ტურისას.
რეჟისორის განცხადებით, ფილმში ჩანს მომღერლის პირადი მხარეც:
“მე ვარ უფრო მეტი, ვიდრე მაიკლის დიდი ფანი, მე ვიცნობდი მას და მქონდა მასთან მუშაობის ბედნიერება. მას საოცარი იუმორის გრძნობა ჰქონდა, ამ ყველაფერს ფილმში დაინახავთ”, – განაცხადა სპაიკ ლიმ.
ფილმის ოფიციალური პრემიერა 2012 წლის ბოლოსთვის იგეგმება.