ხელოვნება

”ეგზორციზმი” – შოუ სცენაზე

6 ივლისი, 2012 •
”ეგზორციზმი” – შოუ სცენაზე

უილიამ პეტერ ბლატის ცნობილი ნოველა, რომელიც 1971 წელს გამოიცა, მალევე გახდა მსოფლიო ბესტსელერი.

პიპულარული წიგნის ეკრანული ვერსია, იმავე სახელწოდებით – ”ეგზორცისტი”, სულ რაღაც 2 წელიწადში რეჟისორ იულიამ ფრედკინის ავტორობით გამოვიდა. 1973 წლიდან ”ეგზორცისტი” საკულტო საშინელებათა ფილმად იქცა.  

ნოველა  პატარა გოგონას ისტორიას ეხება, რომელიც დემონური ძალებისგანაა შეპყრობილი. მისი დაბნეულ მშობლები კი დასახმარებლად მოძღვარს მიმართავენ, რომელიც ”შეპყრობილის” განკურნებას რელიგიური რიტუალის საშუალებით ცდილობს.  

ფილმის სიძველის მიუხედავად, მაყურებლისათვის განსაკუთრებით დასამახსოვრებელია ის მონაკვეთია, რომელშიც სატანით შეპყრობილი მთავარი გმირი   360 გრადუსით ატრიალებს თავს. საშინელებათა ფილმის ეს მონაკვეთი არაერთი ცნობილი შარჟის წყაროც გამხდარა.

ფილმის შემდგომ ნოველის გაცოცხლება უკვე ლოს ანჯელესის თეატრში იგეგმება. სპექტაკლს შოუს სახე ექნება. 

შოუს დირექტორი ჯონ დოილი გეგმავს, რომ ”ეგზორცისტის” ფანებს დაუვიწყარი შთაბეჭდილება შეუქმნას.

”ჩემი საქმეა, გადმოვცე ამბავი ისე, როგორც ის ჯერ არასოდეს ყოფილა თქმული” –  განაცხადა შოუს დირექტორმა ჯონ დოილმა.

მაშინ, როცა ფილმი განსაკუთრებულ ყურადღებას ეფექტებზე ამახვილებს, სასცენო ვერსიაში ავტორს სურს, რომ სპექტაკლი მაქსიმალურად მიუახლოვოს წიგნს. მას უნდა წინ წამოწიოს ისეთი ადამიანური გრძნობები, როგორიცაა– ფსიქოლოგიური სტერესი, შიში და სიყვარული.

პოპულარული ნოველა არაერთი საშინელებათა ფილმის შთაგონების წყარო გამხდარა. ეგზორციზმის იდეა ფილმებში არაერთხელ განსახიერებულა. მის უახლეს ვერსიად შეიძლება მივიჩნიოთ ფილმი ”რიტუალი” – რომელშიც მსახიობი ენტონი ჰოპკინსი განასახიერებს სატანისაგან შეპყრობილ ეგზორცისტ მოძღვარს.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი