აფიშახელოვნება

“არტ–გენი 2012” იწყება

29 ივნისი, 2012 • 1567
“არტ–გენი 2012” იწყება

ფესტივალის რეგიონული ტური კახეთის გარდა წყალტუბოს, ზუგდიდს, ჩოხატაურსა და ფოთსაც მოიცავს. “არტ–გენის” 9– დღიანი დასკვნითი ნაწილი კი ტრადიციულად თბილისში, გ. ჩიატაიას სახელობის საქართველოს ხუროთმოძღვრებისა და ყოფის სახელმწიფო მუზეუმში გაიმართება.

წლევანდელი ფესტივალის თემაა “გაუფრთხილდი ოჯახს” , რაც ყველა ღირებული ოჯახური ტრადიციებისა და კულტურული ფასეულობების გაფრთხილებასა და თაობიდან თაობაზე გადაცემას გულისხმობს.

არტ–გენის წლევანდელ პროგრამაში წარმოდგენილნი იქნებიან, როგორც ხალხური სიმღერის, ინსტრუმენტალური მუსიკის, ქორეოგრაფიის,  ზეპირსიტყვიერებისა და რეწვის ოსტატები საქართველოს ყველა კუთხიდან, ასევე საქართველოში მოღვაწე ეროვნული უმცირესობები, სტუმრები კავკასიიდან, ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან(ლიტვა, საფრანგეთი, პოლონეთი, შოტლანდია, ინგლისი და სხვ.), აფრიკიდან და მადაგასკარიდან.

ფესტივალის პროგრამა კი ასე გამოიყურება:

რეგიონები:

3 ივლისი: კახეთი, ყვარელი (ილიას ტბა)

6 ივლისი: სამეგრელო, ზუგდიდი (ბოტანიკური ბაღი)

8 ივლისი: იმერეთი, წყალტუბო (ცენტრალური პარკი)

10 ივლისი: გურია, ჩოხატაური (გორაბერეჟოულის ტყე-პარკი)

12 ივლისი: ფოთი (მალთაყვას ტყე-პარკი)

ეთნოგრაფიული მუზეუმი:

21 ივლისი:
12:00-18:00 ხალხური რეწვის, მხატვრობისა და მინანქრის გამოფენა–გაყიდვა;
მუსიკალური იმპროვიზაციები და მასტერკლასები ყველა დარგში
18:00 ქართული საბრძოლო ხელოვნების წარმოდგენა
19:00 გურია, კახეთი, ფოთი
20:00 ხიდი
22:30 Abou Diarra – მალი (აფრიკა)

22 ივლისი:
12:00-18:00 ხალხური რეწვის, მხატვრობისა და მინანქრის გამოფენა–გაყიდვა;
მუსიკალური იმპროვიზაციები და მასტერკლასები ყველა დარგში
18:00 ქართული საბრძოლო ხელოვნების წარმოდგენა
19:00 სამეგრელო, შიდა ქართლი, რაჭა
20:00 ჯგუფი “სნო”
22:30 Aisva (ლიტვა)

23 ივლისი:
12:00-19:00 ხალხური რეწვის, მხატვრობისა და მინანქრის გამოფენა–გაყიდვა;
მუსიკალური იმპროვიზაციები და მასტერკლასები ყველა დარგში
19:00 სამცხე-ჯავახეთი, აჭარა, ქვემო ქართლი
22:30 Rene Lacaille (საფრანგეთი)

24 ივლისი:
12:00-19:00 ხალხური რეწვის, მხატვრობისა და მინანქრის გამოფენა–გაყიდვა;
მუსიკალური იმპროვიზაციები და მასტერკლასები ყველა დარგში
19:00 მცხეთა-თიანეთი, იმერეთი
20:00 Volosi (პოლონეთი)
22:30 33ა

25 ივლისი:
12:00-19:00 ხალხური რეწვის, მხატვრობისა და მინანქრის გამოფენა–გაყიდვა;
მუსიკალური იმპროვიზაციები და მასტერკლასები ყველა დარგში
19:00 პანკისი, თუშეთი, ლეჩხუმი, სვანეთი
20:00 “რეგიონი”
22:30 Kilema (მადაგასკარი)

26 ივლისი:
12:00 -19:00 ხალხური რეწვის, მხატვრობისა და მინანქრის გამოფენა–გაყიდვა;
მუსიკალური იმპროვიზაციები და მასტერკლასები ყველა დარგში
19:00 ლაშარი, საგალობელი (ამბროლაური)
20:00 Tekla Klebetnica (პოლონეთი)
22:30 ზუმბა

27 ივლისი:
12:00-18:00 ხალხური რეწვის, მხატვრობისა და მინანქრის გამოფენა–გაყიდვა;
მუსიკალური იმპროვიზაციები და მასტერკლასები ყველა დარგში
18:00 ქართული საბრძოლო ხელოვნების წარმოდგენა
19:00 შავნაბადა, შვიდკაცა (გურია)
20:00 “სკოტები” (შოტლანდია)
22:30 ნინო ქათამაძე

28 ივლისი:
12:00-18:00 ხალხური რეწვის, მხატვრობისა და მინანქრის გამოფენა–გაყიდვა;
მუსიკალური იმპროვიზაციები და მასტერკლასები ყველა დარგში
18:00 ქართული საბრძოლო ხელოვნების წარმოდგენა
19:00 ჩვენებურები, მიჟე-ნარი (ლენტეხი)
22:30 სუხიშვილები

29 ივლისი:
12:00-18:00 ხალხური რეწვის, მხატვრობისა და მინანქრის გამოფენა–გაყიდვა;
მუსიკალური იმპროვიზაციები და მასტერკლასები ყველა დარგში
18:00 ქართული საბრძოლო ხელოვნების წარმოდგენა
19:00 ბასიანი, ელესა (ქედა)
22:30 Speed Caravan (ინგლისი)

მასალების გადაბეჭდვის წესი