ხელნაკეთი ნივთების სტუდიაში, გარდა იმისა, რომ ჩატარდება ტრენინგები ხელსაქმეში, იქნება ფსიქო–სოციალური რეაბილიტაციის ინდივიდუალური და ჯგუფური კურსები.
პროექტის ბენეფიციარები 2008 წლის კონფლიქტის შედეგად სამხრეთ ოსეთიდან იძულებით გადაადგილებული ქალები არიან, რომლებიც ამჟამად კოდაში, ყოფილ რუსულ სამხედრო ბაზაზე განთავსებულ დევნილთა დასახლებაში ცხოვრობენ.
პროექტის შედეგად მათი ნაწილი სტუდიის მართვაში, ნაწილი კი პროდუქციის წარმოებასა და მარკეტინგში დასაქმდება.
სტუდია შეიქმნა და გარემონტდა პროექტის ფარგლებში და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით. სტუდია პროექტის დამთავრების შემდეგაც გააგრძელებს ფუნქციონირებას.