მსოფლიო კონგრესი ბერლორუსიაში ორ წელიწადში ერთხელ იმართება და სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლები საკუთარ მოხსენებებს წარადგენენ.
სათეატრო განათლებისა და პრაქტიკის სექციაში ირაკლი გოგია წაიკითხავს მოხსენებას „ევროპული სათეატრო პედაგოგიკა და მისი დანერგვა პოსტსაბჭოთა სივრცეში“
კულტურის მენეჯმენტის სექციაში არტ–მენეჯერი ელენე ბაბაკიშვილი წაიკითხავს მოხსენებას „დაფინანსების ზოგიერთი ასპექტი საქართველოში კულტურის სფეროში“
თეატრის თეორიის სექციაში თეატრმცოდნე ლაშა ჩხარტიშვილი წაიკითხავს მოხსენებას „სათეატრო კრიტიკა პოსტსაბჭოთა სივრცეში, თეატრალური კრიტიკა დაკარგული ავტორიტეტის ძიების პროცესში“
კონგრესში საქართველო პირველად მონაწილეობს.





