ფესტივალი “თეატრალური კუფარი” 2–დან 6 ივლისის ჩათვლით იმართება და მასში მონაწილეობას 35 ქვეყანა იღებს (ევროპის, აზიის და ამერიკის კონტინენტის ქვეყნები).
კავკასიის რეგიონიდან ფესტივალზე მხოლოდ საქართველო იქნება წარმოდგენილი, ბათუმის მოზარდ მაყურებელთა თეატრი სპექტაკლს “ფერფლის პლანეტა” წარადგენს, რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტმა ირაკლი გოგიამ დადგა.
სპექტაკლში ორი მთავარი გმირის როლს მსახიობები თამარ მახარაძე და დიმიტრი მელია ასრულებენ.
ფესტივალის ერთი–ერთი, ყველაზე გამორჩეული -ბელორუსიის დამოუკიდებლობის დღე ომის თემატიკაზე შექმნილი სპექტაკლების ჩვენებას მიეძღვნება. სწორედ ამ პროგრამის ფარგლებში იქნება წარმოდგენილი ირაკლი გოგიას სპექტაკლიც.