ხელოვნება

ქეთი მელუა ბრიტანეთის უმდიდრესი მომღერლების სიაში

22 ივნისი, 2012 •
ქეთი მელუა ბრიტანეთის უმდიდრესი მომღერლების სიაში

სიის სათავეშია ცნობილი მომღერალი ადელი, რომელსაც, ბრიტანული გამოცემის ცნობით, 20 მილიონი ფუნტი სტერლინგი აქვს, რაც წინა წელთან შედარებით 14 მილიონითაა გაზრდილი.

 

მეორე ადგილს სამი მომღერალი ინაწილებს. ისინი, წინა წლის მსგავსად, 12-12 მილიონ ფუნტ სტერლინგს ფლობენ. ესენი არიან: შერილ ქოული (Girls Aloud), ლიონა ლუისი და ქეთი მელუა.

 

გაცილებით მეტი ქონების მფლობელები არიან ახალგაზრდა ბრინატელი მსახიობი მილიონერები. მაგალითად, სიის პირველ ნომერს – დენიელ რედკლიფს 54 მილიონი ფუნტი სტერლინგი აქვს. ხოლო ბრინატეთის ყველაზე მდიდარი ახალგაზრდა მოდელი კეირა ნაითლი 30 მილიონი ფუნტი სტერლინგის მფლობელია. 

ქეთი მელუა
ქეთი მელუა

მასალების გადაბეჭდვის წესი