ხელოვნება

მანჰეტენში სალვადორ დალის ნახატი მოიპარეს

22 ივნისი, 2012 •
მანჰეტენში სალვადორ დალის ნახატი მოიპარეს

ნახატი მამაკაცმა მოიპარა, ის გალერეაში შევიდა, ნამუშევარი ჩამოხსნა, ჩანთაში ჩადო და წაიღო. ნახატის მოპარვამდე ის ჩვეულებრივი დამთვალიერებელივით იქცეოდა.

ქურდი სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს.

 

Venus Over Manhattan Art გალერეა, სადაც ქურდობა მოხდა ახალი გახსნილია, მისი მფლობელი კერძო კოლექციონერი ადამ ლინდემანია.

ნამუშევარი სახელწოდებით Cartel des Don Juan Tenorio, რომელიც დალიმ 1949 წელს დახატა, გალერეის პირველი გამოფენის ნაწილი იყო და 150 000 ამერიკულ დოლარადაა შეფასებული.

Cartel des Don Juan Tenorio
Cartel des Don Juan Tenorio

მასალების გადაბეჭდვის წესი