ხელოვნება

სტურუა “ნადირობის სეზონისთვის” საუკეთესო ავტორად დაასახელეს

18 ივნისი, 2012 •
სტურუა “ნადირობის სეზონისთვის” საუკეთესო ავტორად დაასახელეს

ხუთკაციანმა ჟიურიმ (დავით ბუხრიკიძე, სოფო კილასონია, დავით ტურაშვილი, დავით გაბუნია და მაია გოშაძე) რეჟისორი რობერტ სტურუა სპექტაკლისთვის “ნადირობის სეზონი” საუკეთესო სარეჟისორო ნამუშევრისთვის გამარჯვებულად 16 ივნისს გამოაცხადა.

 

 

როგორც “დურუჯის” კოორდინატორი მზია შარაშიძე ამბობს, აღნიშნულ ნომინაციაში გამარჯვებულმა სტურუამ ჯილდოდ 14 ათასი ლარი მიიღო. 

 

“დურუჯის” დანარჩენმა გამარჯვებულებმა ორ-ორი ათასი და ახალგაზრდა რეჟისორმა ნიკა ლუარსაბიშვილმა 10 ათასი ლარი მიიღო საჩუქრად,”- ამბობს კოორდინატორი. 

 

რაც შეეხება საუკეთსო მსახიობ ქალს, ჟიურიმ ქეთა შათირიშვილი, მიხეილ მარმარინოსის “რომეო და ჯულიეტაში” მთავარი როლის შემსრულებელი დაასახელა.

 

 

 საუკეთესო მსახიობ მამაკაცად ამავე სპექტაკლში მონაწილე გიორგი ნაკაშიძე აღიარეს. 

 

 საუკეთესო დრამატურგად ჟიურიმ  ასევე რობერტ სტურუას “ნადირობის სეზონის” დრამატურგი, თამაზ ჭილაძე დაასახელა. 

 

რაც შეეხება თეატრალური პრემია “დურიჯის” წინა წლების გამარჯვებულებს, როგორც “დურუჯის” კოორდინატორი ამბობს, წინა წლებში ორჯერ რეჟისორმა ლევან წულაძემ სპექტაკლებისთვის “ჟოლო” და “ქალი ძაღლით” გაიმარჯვა.

 

ნო­მი­ნა­ცი­ა­ზე “სა­უ­კე­თე­სო სა­რე­ჟი­სო­რო ნა­მუ­შევ­რის ავ­ტო­რებად”, რობერტ სტურუასთან ერთად, ნიკა თავაძე და გიორგი თავაძე გა­ნი­ხი­ლე­ბოდნენ. 

 

“დურუჯის” პრემიას თეატრალური ხელოვნების განვითარების, სტიმულირებისა და პოპულარიზაციის მიზნით საქველმოქმედო ფონდი “ცისკარი” დეველოპერული კომპანია “რედიქსის” ხელშეწყობით გასცემს.  

მასალების გადაბეჭდვის წესი