ქალაქ სოფიას ნაციონალური ისტორიის მიზეუმის ხელმძღვანელის ბოჟიდარ დიმიტორვის განცახადებით, ორი ცხედარი, რომელიც შუა საუკუნეებით თარიღდება, შავიზღვისპირა ქალაქ სოზოპოლშია აღმოჩენილი.
იმდროინდელ ბულგარელებს სჯეროდათ, რომ გარდაცვლების შემდგომ დაღუპული ბოროტი ადამიანის სული შესაძლებელი იყო დედამიწას დაბრუნებოდა და თავი ცოცხალი ადამიანების სისხლით გამოეკვება.
ამ ცრუმორწმუნე ლეგენდაზე დაყრდნობით, ბულგარეთის სოფლებში მცხოვრები მოსახლეობა გარდაცვლილ გვამს მეტალის საგნით გულს უხეთქავდა და კისრის რამდენიმე მასალას უმტვრევდა. ეს სასტიკი რიტუალი იმ ადამიანების მიმართ ტარდებოდა, ვინც ხალხში ბოროტებას თესდა და თანასოფლელებს აშინდებდა.
“ეს ორი ჩონჩხი კიდევ ერთი დასტურია იმ რიტუალისა, რომელიც შუა საუკუნეებში არსებობდა ბულგარულ სოფლებში, ეს წესი მეოცე საუკუნის დასაწყისამდე იყო შენარჩუნებული ”, – ამბობს მუზეუმის ხელმძღვანელი ბოჟიდარ დიმიტროვი.
“ვამპირების” შიშით დამახინჯებული გვამები 2004 წლის არქეოლოგიურ გათხრებშიც იყო ნაპოვნი ბულგარეთსა და სერბიაში. იდეა ვამპირების შესახებ ბულგარული მითოლოგიის ნაწილი იყო და მოსახლეობას მისი სჯეროდა.
სწორედ აქედან იღებს სათავეს ლეგენდა გრაფი დრაკულასა და სხვა მრვალი სისხლისმღვრელი ვამპირის შესახებ.





