ხელოვნება

”მონეს ბაღები” ნიუ-იორკში გააცოცხლეს

6 ივნისი, 2012 •
”მონეს ბაღები” ნიუ-იორკში გააცოცხლეს

ბაღები მხატვარმა საკუთარ სახლში, საფრანგეთის სამხრეთით, ჟივერნში გააშენა. ეს ის ადგილია, სადაც მონემ სიცოცხლის ბოლო წლები გაატარა, ის ამ სახლში 1983 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე, 1962 წლამდე ცხოვრობდა და სწორედ აქ შექმნა ნახატების ცნობილი სერია ”მონეს ბაღები”.

ეს ბაღები, რომელიც ნიუ-იორკის ბოტანიკურ ბაღში გააცოცხლეს, მონესთვის დაუსრულებელი შთაგონების წყაროს წარმოადგენდა, მას ამ თემაზე 40-მდე ნახატი აქვს შექნილი.

გამოფენა, რომელიც 21 ოქტომბრამდე გაგრძელდება, საინტერესო იმითაცაა, რომ მცენარეები სეზონურად შეიცვლება, ამჟამად დამთვალიერებელს გაზაფხულის მცენარეების– ყაყაჩოების, ვარდების და სხვა ყვავილების კალეიდოსკოპური სილამაზით დატკბობა შეუძლიათ.

მონეს მწვანედარაბებიანი ვარდისფერი სახლის ნახვის შემდეგ დამთვალიერებლები ხეივანს გადიან, რომელიც ზუსტად ისეთი ხიდით მთავრდება, როგორიც მონეს ნამდვილ სახლშია, ხიდთან კი ლილისფერი წყლის აუზია.

გამოფენის კურატორის, პოლ ტაკერის თქმით, გამოსვლის შემდეგ დამთვალიერებლები ”უკეთესად გრძნობენ, თუ როგორი კომპლექსური და შემოქმედებითი იყო მონე, როგორც ინდივიდი”.


მასალების გადაბეჭდვის წესი