ჯგუფის ლიდერმა იური შევჩუკმა კონცერტის დაგვიანება აპარატურის გაუმართაობით ახსნა.
”ჩვენ თქვენთან რუსეთიდან სიყვარულით ჩამოვედით, არავის დაუჯეროთ, რუსეთში თქვენ ყველას უყვარხართ”, – ამ სიტყვებით მიესალმა იური შევჩუკი შეკრებილ საზოგადოებას. მისივე თქმით, კონცერტი მან მშვიდობას მიუძღვნა რუსეთსა და საქართველოს შორის.
ჯგუფის გამოსვლა სიმღერით летели облака დაიწყო. სიმღერები, ძირითადად, ძველი რეპერტუარიდან შესრულდა, თუმცა ჯგუფმა რამდენიმე ახალი სიმღერაც შეასრულა.
ДДТ-ს გამოსვლა დაახლოებით ორ საათს გაგრძელდა, ბისზე ჯგუფმა “родина” შეასრულა, კონცერტი კი სიმღერით “Это все” დასრულდა.