Bee Gees–ის ერთ–ერთი წევრი რობინ გიბი 62 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მისი ოჯახის წევრების განცხადებით, მომღერალს სიმსივნე ჰქონდა და ძალიან დიდი ხნის მანძილზე ებრძოდა დაავადებას.
რობინ გიბი ჯგუფის ერთ–ერთი დამაარსებელი იყო. Bee Gees 1958 წელს დაარსდა და ჯგუფის წევრების მიერ შესრულებული სიმღერები, მათ შორის Stayin’ Alive და How Deep Is Your Love, ყველა დროის ყველაზე გაყიდვად სიმღერებს შორის არიან.
ოჯახის წევრების განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მან კუჭ–ნაწლავის ოპერაცია გაიკეთა, დაავადების დამარცხება ვერ შეძლო და 21 მაისს, გამთენიისას გარდაიცვალა.