ხელოვნება

ეშტონ კუჩერი სტივ ჯობსის როლში

8 მაისი, 2012 •
ეშტონ კუჩერი სტივ ჯობსის როლში

კომპანია apple-ის დამაარსებლის, სტივ ჯობსის როლს ახალ ფილმში მსახიობი ეშტონ კუჩერი შეასრულებს.

ფილმი ბიოგრაფიულია და მისი სახელწოდებაა “jobs”. მასში აღწერილი იქნება სტივ ჯობსის ცხოვრება ახალგაზრდობიდან apple-ის დაარსების ჩათვლით.

ახალი ფილმის რეჟისორი ჯოშუა მაიქლ სტერნია.  ის გადაღებების დაწყებას მაისის თვეში გეგმავს. რეჟისორმა ფილმში გადასაღებად ეშტონ კუჩერი იმიტომ შეარჩია, რომ, მისი თქმით, თითქმის სრულყოფილია მსგავსება მსახიობსა და ახალგაზრდა სტივ ჯობსს შორის.

სტივ ჯობსის შესახებ ბიოგრაფიული ფილმის გადაღებას ასევე გეგმავს Sony Pictures–ი. ფილმს უოლტერ ისააქსონის ბიოგრაფიის მიხედვით გადაიღებენ, კომპანიამ გადაღების უფლება სტივ ჯობსის გარდაცვალების შემდეგ მოიპოვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი