” იასამნისფერი ალმანახი – … და მერე?!”, – ამ სათაურის ქვეშ გაერთიანებული ხუთი ფილმიდან ერთ–ერთის ავტორი დუტა სხირტლაძეა. მისი ფილმის სახელწოდებაა “..37” და ის 1937 წლის რეპრესიების პერიოდზე მოგვითხრობს.
გარდა დუტა სხირტლაძის ფილმისა, პროექტში მონაწილეობენ დამწყები რეჟისორები: თაზო ნარიმანიძე, გიორგი ქობალია, გიგა ბაინდურაშვილი და ივა ფეზუაშვილი იღებენ.
“ეს არის ერთგვარი ნოვაცია, ექსპერიმენტი. ჩვენ “ჯეოსელის” 15 წლის იუბილესთან დაკავშირებით მოსახლეობას მარტში ბევრი სიახლე და სიურპრიზი შევთავაზეთ, ეს პროექტი სწორედ ერთ-ერთი მათგანია”, – განაცხადა ჯეოსელის გენერალურმა დირექტორმა ოსმან თურანმა.
ფილმების პრეზენტაცია დღეს თბილისსა და ბათუმში ერთდროულად შედგება.