ბრაზილიელმა მსახიობმა ტიაგო კლიმეკმა პანტომიმის სპექტაკლის მიმდინარეობისას, რომელშიც იუდას როლს ასრულებდა, შემთხვევით თავი ჩამოიხრჩო.
მსახიობის სიკვდილის მიზეზი უბედური შემთხვევა იყო – იგი ქრისტეს აღდგომისადმი მიძღვნილ სპექტაკლში იუდას თვითმკვლელობას განასახიერებდა.
სპექტაკლის დროს 27 წლის მსახიობი თოკზე 4 წუთის მანძილზე იყო ჩამოკიდებული, სანამ სხვა მსახიობები არ მიხვდნენ, თუ რა მოხდა.
მსახიობი მაშინვე საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც გარდაიცვალა.
ლათინური ამერიკის ქვეყნებში ქრისტეს ვნებების შესახებ პანტომიმის სპექტაკლები სააღდგომო კვირაში დიდი პოპულარობით სარგებლობს.