ხელოვნება

“შავფაროსნები” რომში მიემგზავრებიან

18 აპრილი, 2012 •
“შავფაროსნები” რომში მიემგზავრებიან

რომის დაარსებისადმი მიძღვნილ ფესტივალზე Natale Di Roma დასასწრებად ქართული საბრძოლო ხელოვნების ფედერაცია “შავფაროსნების” წარმომადგენლები დღეს გაემგზავრებიან.

ფესტივალზე იმ ქვეყნებს იწვევენ, ვისაც რომის იმპერიასთან ისტორიული ურთიერთობა აკავშირებდა, თუმცა, როგორც “შავფაროსნების” ერთ–ერთი დამფუძნებელი გიორგი წიწრიაშვილი აცხადებს, „სამწუხაროდ,  საქართველოსა და რომის მრავალსაუკუნოვანი ისტორიული ურთიერთობის მიუხედავად,  ფესტივალის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს  დღემდე  ჩვენს ქვეყანაზე წარმოდგენა არ ჰქონდათ”.

ფესტივალის ფარგლებში  ყველა ქვეყანა ეროვნულ კულტურას,  ანტიკური ეპოქის  საბრძოლო სამოსსა  და აღჭურვილობას წარადგენს. სპეციალურად ფესტივალისთვის კოლიზეუმის მიმდებარე ქუჩები მთლიანად იკეტება.

ფედერაციის პრეზიდენტის ირაკლი ქოქოსაძის თქმით, შავფაროსნები ფესტივალზე 200 წლის ხევსურული ტალავრებით წარსდგებიან და ქართველი მჭედლების ნამუშევარ იარაღებს წარადგენენ. ასევე გამართავენ საბრძოლო საჩვენებელ წარმოდგენებს.

ფესტივალი 20–22 აპრილს გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი