ხელოვნება

ახალი წიგნი “ჰარი პოტერის” ავტორისგან

12 აპრილი, 2012 •
ახალი წიგნი “ჰარი პოტერის” ავტორისგან

ცნობილი ბესტსელერის “ჰარი პოტერის” ავტორი ახალ რომანზე მუშაობას ასრულებს, რომლის სახელწოდებაც “შემთხვევითი ვაკანსია” (The Casual Vacancy) იქნება. 

ჯოან როულინგმა 2012 წლის თებერვალში განაცხადა, რომ ახალ რომანზე მუშაობდა, რომელიც “ჰარი პოტერისგან” რადიკალურად განსხვავებული იქნება.

წიგნის პრეზენტაცია მსოფლიოს მასშტაბით 27 სექტემბერს შედგება. წიგნი სქელყდიანი, ელექტრონული და აუდიოვერსიის სახით გამოვა. შესაძლებელი იქნება მისი ჩამოტვირთვა და CD–ზე ჩაწერაც.

ამბავი ბარი ფაირვეთერის გარდაცვალებას ეხება, რომლის სიკვდილიც ადგილობრივი სოფლის, პაგფორდის მოსახლეობას შოკში აგდებს.

გამომცემლობა Little, Brown & Co წიგნს ტრაგიკომიკურ და სიურპრიზებით აღსავსე ნაწარმოებად ახასიათებს.

ჯ.კ. როულინგის “ჰარი პოტერის” შვიდივე წიგნი ბესტსელერი გახდა და მსოფლიოში 450– მილიონიანი ტირაჟით გაიყიდა. როულინგის თქმით, ახალი წიგნის დაწერისკენ მას სწორედ “ჰარი პოტერის” ასეთმა წარმატებამ უბიძგა.

მასალების გადაბეჭდვის წესი