საერთაშორისო ურთიერთობათა უნივერსიტეტში დღეს, 12 აპრილს, ირანული კულტურის გამოფენა, სახელწოდებით “ირანი დღეს”, გაიხსნება.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა ლიტერატურა, რომელიც ირანელთა ყოფას, კულტურასა და ისტორიას შეეხება. ასევე წარმოდგენილი იქნება ირანული კულტურის ამსახველი ფოტომასალა.
გამოფენას ირანის ელჩი საქართველოში, მაჯიდ სამაძადე საბირი გახსნის.