ხელოვნება

ხოდორკოვსკიზე დოკუმენტური ფილმის სპეციალური ჩვენება “ამირანში”

5 აპრილი, 2012 •
ხოდორკოვსკიზე დოკუმენტური ფილმის სპეციალური ჩვენება “ამირანში”

დღეს, 5 აპრილს, 20 საათზე, კინოთეატრ “ამირანში” კირილ ტუშის დოკუმენტური ფილმის,  – “ხოდორკოვსკის” სპეციალური ჩვენება გაიმართება. 61-ე ბერლინალეზე სენსაციად ქცეული ფილმის თბილისში ჩვენება ეროვნული კინოცენტრის და საქართველოს კულტურის  სამინისტროს ორგანიზებით ტარდება. ჩვენებას დაესწრებიან როგორც ფილმის რეჟისორი, ასევე პროდუსერი – სიმონე ბაუმანი.

ფილმი პირველად 2011 წელს ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე, პროგრამა “პანორამაში” აჩვენეს. ფესტივალზე ფილმის ჩვენება შეფერხდა დაკარგული კინოფირის გამო, რომელიც ორჯერ მოიპარეს. საბოლოოდ ფილმი მაინც გაუშვეს  და მას სრული ანშლაგი მოყჰვა. ფილმის პირველ ჩვენებასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა, შეიძლება ითქვას, დადებითად იმოქმედა მის  შემდგომ პოპულარობაზე.

უმტკივნეულოდ და მარტივად გაიმართა ფილმის ჩვენება საქართველოში, ბათუმის კინოფესტივალის ფარგლებში. დღევანდელი ჩვენება კი “ამირანში” დახურულია და მასზე დაწრება მხოლოდ  კულტურის სამინისტროს და ეროვნული კინოცენტრის მიერ გაცემული მოსაწვევებითაა შესაძლებელი.

ჩვენებამდე კულტურის მინისტრ ნიკა რურუასთან  შეხვედრა გამართეს ფილმის რეჟიროსმა და პროდუსერმა.

ფილმი დოკუმენტურია და მასში ასახულია ხოდორკოვსკის ოდისეა, როგორ გახდა რუსეთის ყველაზე მდიდარი ადამიანი ქვეყნის  ყველაზე ცნობილი პატიმარი. “იუკოსის” ნავთობის ყოფილი მფლობელი უკვე წლებია პუტინის პოლიტიკის მსხვერპლი და რუსეთის ნომერ პირველი პატიმარია. ფილმი გასაგები მიზეზების გამო რუსეთის პოლიტიკური ელიტისთვის ერთ-ერთი ყველაზე არასასურველი კინოსურათია, რაც კი ბოლო პერიოდში შექმნილა.

მასალების გადაბეჭდვის წესი