ხელოვნება

თამთა მელაშვილი Spiegel-ის ფურცლებზე

2 აპრილი, 2012 •
თამთა მელაშვილი Spiegel-ის ფურცლებზე
თამთა მელაშვილი
თამთა მელაშვილი

ახალგაზრდა ქართველი მწერალი, თამთა მელაშვილი გერმანული გამოცემის, “Spiegel”-ის ფურცლებზე მოხვდა, როგორც ომზე დაწერილი რომანის “გათვლის” ავტორი. სტატიას “ნარკოტიკები კალათაში” ჰქვია და წიგნის და ავტორის შესახებ საკმაოდ ვრცელი რევიუა.

რომანმა უკვე აიღო ლიტერატურული პრემია “საბა” 2011 წელს საუკეთესო დებიუტისთვის და შეძლო გერმანულენოვანი გამომცემლობის დაინტერესება. “გათვლის” გერმანული თარგმნის პრეზენტაცია რამდენიმე დღის წინ ლაიფციგში გამართულ წიგნის ბაზრობაზე მოხდა, სადაც საქართველო პირველად იყო ოფიციალურად წარმოდგენილი.

“გათვლა” თამთას პირველი რომანია, რომელშიც ომის დროს თინეიჯერი გოგოების დღეებია აღწერილი. წიგნი აგვისტოს ომის შემდეგ გამოვიდა, თუმცა აქ არ არის დაკონკრეტებული გეოგრაფიული სივრცე, რაც იმაზე მინიშნებაა, რომ წიგნი არა ერთი კონკრეტული ომის ამბებს, არამედ ზოგადად იმას აჩვენებს, რა ემართებათ ადამიანებს კონფლიქტური სიტუაციისას,” – წერს გერმანული გამოცემა და იქვე აღნიშნავს, რომ მსგავს თემატიკაზე შექმნილი წიგნები ქართულ ლიტერატურაში არც თუ ისე ხშირია.

მასალების გადაბეჭდვის წესი