ხელოვნება

პეტიცია მუცოს გადასარჩენად

2 აპრილი, 2012 •
პეტიცია მუცოს გადასარჩენად

“გრინფისის მხარდამჭერთა ჯგუფმა” მოამზადა პეტიცია ციხე-ქალაქ მუცოს გადარჩენის მოთხოვნით, რომელზეც ელექტრონული ხელმოწერები გროვდება.

“ჩვენი მოთხოვნაა დაუყოვნებლივ (ერთი თვის ვადაში) გამოიძებნოს თანხები მუცოს გამაგრებითი სამუშაოების განსახორციელებლად და აღნიშნული უმნიშვნელოვანესი პროცესი დაიწყოს წელსვე და დასრულებულ იქნას შეძლებისდაგვარად უმოკლეს ვადებში”, – ნათქვამია პეტიციაში.

შუასაუკუნეების ციხე–ქალაქი დუშეთის რაიონის სოფელ მუცოში მდებარეობს, ყველაზე მძიმე მდომარეობაში შეთეკაურების ძეგლია, რომლის ჩამონგრევაც სხვა ძეგლებს დააზიანებს.

“გრინფისის მხარდამჭერთა ჯგუფის” წევრის ლაშა ჩხარტიშვილის თქმით,  სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან წელს 200 000 ლარი გამოიყო:

“მუცოს რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი 200 000 ლარი საკმარისი არ არის, ძეგლის 60% დანგრეულია და გამაგრებით სამუშაოებს დაახლოებით მილიონი, მთლიანობაში ციხე–ქალაქის რეაბილიტაციას კი 17 მილიონი ლარი ჭირდება.”

პეტიციაზე ხელმოწერების შეგროვება 25 მარტს დაიწყო და მას ამ დროისთვის 561 მოქალაქე აწერს ხელს.

“გრინფისის მხარდამჭერთა ჯგუფი” პეტიციას საქართველოს პრეზიდენტის, კულტურის და ძეგლთა დაცვისა და პრემიერ-მინისტრის კანცელარიაში მომავალ კვირას შეიტანს.

მასალების გადაბეჭდვის წესი