ნიდერლანდებში ქართული კულტურის ფესტივალი “იბერია 2012” დღეს ოფიციალურად გაიხსნება და 25 მარტამდე გაგრძელდება.
ფესტივალს, რომლის ფარგლებშიც ფოტოების, ნახატების და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშევბის გამოფენა, ასევე ქართული პოლიფონიური სიმღერის ანსამბლ რუსთავის კონცერტი იგეგმება, ქალაქები ლეიდენი, კეუკენჰოფი და კუნძული ტექსელი უმასპინძლებს.
ფესტივალის სლოგანია “საქართველო – ადგილობრივი დრო”, წელს ფესტივალზე ვორქშოფებიც ჩატარდება, ერთ–ერთი ვორქშოფის ფარგლებში მსურველებს დოლზე დაკვრას ასწავლიან.
ფესტივალის ფარგლებში ლეიდენის უნივერსიტეტისა და საქართველოს საელჩოს თანამშრომლობით, ლეიდენის უნივერსიტეტში ქართული ენის, კულტურისა და საზოგადოებათმცოდნეობის კათედრა გაიხსნება.
“იბერია 2012”–ის საპატიო სტუმარი საქართველოს პირველი ლედი სანდრა ელისაბედ რულოვსია.
ჰოლანდიაში ქართული კულტურის ფესტივალი 2010 წლიდან ტარდება. დამატებითი ინფორმაცია ფესტივალის ოფიციალურ ვებ–გვერდზე შეგიძლიათ იხილოთ.