ხელოვნება

ლეონარდოს ახალი ფრესკა თუ ცრუ იმედები

14 მარტი, 2012 •
ლეონარდოს ახალი ფრესკა თუ ცრუ იმედები

იტალიელი მკვლევარების განცხადებით, მათ ფლორენციაში, ძველ სასახლეში (Palazzo Vecchio), ჯორჯიო ვაზარის ფრესკის ქვეშ, ლეონარდო და ვინჩის ნამუშევრის კვალი აღმოაჩინეს.

სინჯებმა ფრესკიდან, რომელიც ექსპერიმენტებისთვის იყო აღებული, მკვლევართა თქმით, შავი პიგმენტის არსებობა აჩვენეს, რომელიც იტალიელმა ოსტატმა მის ცნობილ “ჯოკონდაში” გამოიყენა.

“ეს არის ძალიან დამაიმედებელი შედეგები,”- განაცხადა მაურიციო სარაჩინიმ, კალიფორნიის უნივერსიტეტის პროექტის ხელმძღვანელმა.

თუმცა, ფლორენციაში გამართულ პრესკონფერენციაზე ხელოვნების ისტორიკოსებმა განაცხადეს, რომ საჭიროა დამატებითი ქიმიური ანალიზების ჩატარება, ვინაიდან ასეთი საღებავები შეიძლება სხვა ნებისმიერ ოსტატს გამოეყენებინა.

ისტორიკოსი, ტომაზო მონტანარი ამბობს, რომ “კვლევა ჯერ ადრეულ ეტაპზეა და რომ საიდუმლო გავხსნათ, ჩვენ ჯერ კიდევ ბევრი შრომა დაგვჭირდება. თუმცა, ჩვენი შედეგები აჩვენებს, რომ ჩვენ სწორ გზას ვადგავართ.”

მასალების გადაბეჭდვის წესი