ხელოვნება

შესაძლოა და ვინჩის დაკარგული ნამუშევარი იპოვონ

13 მარტი, 2012 •
შესაძლოა და ვინჩის დაკარგული ნამუშევარი იპოვონ
BBC -ის ინფორმაციით, მკვლევარებმა და მეცნიერებმა ვიდეო ზონდების გამოყენებით, აღმოაჩინეს მტკიცებულება, რომ ლეონარდო და ვინჩის ნამუშევარი შესაძლოა ფლორენციული ფრესკის ქვეშ იყოს.

რამდენიმე ადგილზე გახვრიტეს ჯორჯო ვაზარის ნამუშევარი და დაასკვნეს, რომ ნაპოვნი შავი პიგმენტი, მკვლევართა მტკიცებულებით,  “მონა ლიზაზეც” არის გამოყენებული.

“ეს მონაცემები საკმაოდ იმედისმომცემია”– განაცხადა სერაჩინიმ, პროექტის ხელმძღვანელმა. თუმცა ფლორენციაში გამართულ პრესკონფერენციაზე ისტორიკოსებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ დასკვნა არ არის საბოლოო და დამატებითი ქიმიური ანალიზი უნდა ჩატარდეს.

“ჩვენ ჯერ კიდევ კვლევის მოსამზადებელ ეტაპზე ვართ და ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი, რათა ეს საიდუმლო ამოიხსნას. მტკიცებულებები ამბობს, რომ ჩვენ სწორ ადგილზე ვეძებთ”,– განაცხადა სერჩინიმ “ბიბისისთან” ინტერვიუში.

ზონდების მეშვეობით ასევე აღმოაჩინეს წითელი ლაქა და ყავისფერი პიგმენტი დამალულ კედელზე.

კვლევების დაწყება საკამათო გახდა ხელოვნების ექსპერტების გარკვეულ ნაწილში და მათ პეტიციაზე ხელის მოწერაც დაიწყეს გამოძიების შესაწყვეტად, რადგან ისინი თვლიან, რომ გაბურღვითი სამუშაოები ვაზარის ნამუშევარს დააზიანებს.

მონტარანი, ხელოვნების ისტორიკოსი, რომელიც კვლევის დაწყებას ეწინააღმდეგებოდა, არ მიიჩნევს არსებულ მტკიცებულებებს სანდოდ.

“რას ნიშნავს მათი განცხადება, რომ აღმოჩენები ლეონარდოს შეესაბამება? ნებისმიერი ნახატი რენესანსის ეპოქიდან შესაძლოა ამ კედელზე იყოს”– აღნიშნავს იგი.

სერაჩინი კი თვლის, რომ და ვინჩის დაუსრულებელი The Battle of Anghiari ვაზარის ნამუშევრის უკან მდებარეობს.

ითვლება, რომ ლეონარდომ ნახატზე მუშაობა 1504 წელს დაიწყო და მიატოვა ზეთზე მუშაობის დროს ექსპერიმენტული ტექნიკიდან გამომდინარე გაჩენილი პრობლემების გამო.

მასალების გადაბეჭდვის წესი