2008 წელს რუსეთსა და საქართველოს შორის ომის შესახებ გადაღებული რუსული ფილმის “Август.Восьмого” (“აგვისტო.რვა”) უკრაინის კინოთეატრებში აკრძალვის შესახებ კიევის ერთ-ერთი კინოთეატრის ხელმძღვანელობამ განაცხადა, თუმცა ოფიციალური განცხადება აკრძალვის შესახებ კინოთეატრებს ჯერ არ აქვთ – ნათქვამია რუსულენოვანი ბი-ბი-სი – ს ვებ-გვერდზე.
უკარინულ მედიაში მიიჩნევენ, რომ აკრძალვის მიზეზი, შესაძლოა, უკრაინის კულტურის სამინისტროში ნაციონალისტური ორგანიზაციების მიმართვა გახდა, რომელშიც ისინი ამტკიცებენ, რომ ფილმი ნაციონალურ დაპირისპირებას გამოიწვევს.
ფილმში, რომლის ავტორი რეჟისორი ჯანიკ ფაზიევია, მოთხრობილია ქალზე, რომელიც ბებიისგან შვილის წამოყვანას აპირებს და მოულოდნელად საომარი მოქმედებების ეპიცენტრში აღმოჩნდება.