ბრაზილიაში ერთკვირიანი კარნავალი Rio Carnival 2012 დაიწყო.
კარნავალი ყოველწლიურად, აღდგომის დიდი მარხვის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე იმართება.
მსოფლიოს უდიდესი კარნავალის გეგმა მთავრობას 2040 წლის ჩათვლით არის გაწერილი. წლევანდელ ღონისძიებაზე 850 000 ტურისტს ელოდებიან.
კარნავალისთვის 12– მილიონიანი ქალაქი სპეციალურად ემზადება, მორთულია ქუჩები, ყოველ ღამე იმართება ფოიერვერკები, დღისით კი ყველა სამბას რიტმებზე ცეკვავს, რადგან ოფიციალურად კარნავალი სამბას სკოლების აღლუმად ითვლება.
ქალაქში სპეციალური “სამბადრომი” ეწყობა, სადაც მოცეკვავეები ჩაივლიან, ხოლო მაყურებელი ულამაზეს სანახაობას ტრიბუნებიდან ადევნებს თვალ–ყურს.
კარნავალის ფარგლებში უკვე მოეწყო ტრადიციული ტალახში ამოვლების ცერემონიალი.
ერთი კვირის მანძილზე რიო დეჟანეიროში მცხოვრები ყველა ადამიანი ისვენებს.