ხელოვნება

“ევროვიზია 2012″–ზე მოსახვედრად ბედს გოგონათა როკ–ჯგუფი ცდის

17 თებერვალი, 2012 •
“ევროვიზია 2012″–ზე მოსახვედრად ბედს გოგონათა როკ–ჯგუფი ცდის

“ევროვიზია 2012”–ის ფინალურ შოუზე მოსახვედრად ბედს, სხვა ქართველ მონაწილეებთან ერთად, გოგონებისგან დაკომპლექტებული ჯგუფი Vanilla Cage ცდის.

ჯგუფის პროდიუსერი კომპანია “ლოკომოტივ პრომოუშენის” თანაპროდიუსერი დავით ევგენიძეა.

“ლოკომოტივ პრომოუშენის” ინფორმაციით, ჯგუფის წევრები ალტერნატიულ როკს უკრავენ და ყველა მათგანს პროფესიული მუსიკალური განათლება აქვს.

“ლოკომოტივ პრომოუშენის” პრესცენტრში აცხადებენ, რომ “Vanilla Cage სრულიად აკმაყოფილებს როკ-ბენდის იმ სტანდარტებს, რაც დასავლურ მუსიკალურ ინდუსტრიაშია დამკვიდრებული. კომპანია PLSGE-ს წყალობით, რომელიც მსოფლიოში ყველაზე ცნობილი მუსიკალური ტექნიკის ბრენდების ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოში, Vanilla Cage-ის მუსიკალურ-ტექნიკური აღჭურვილობა უმაღლესი ხარისხისაა”.

კომპანიის ინფორმაციით, გოგონების ჯგუფის პრომოუშენში ცნობილი პროდიუსერი სტივ უელტმანიცაა ჩართული.

“ევროვიზია 2012”–ის ქართული ფინალი საზოგადოებირვი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში 19 თებერვალს გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი