ხელოვნება

კოდაკმა ოსკარის გამართვის ადგილის სპონსორობა დაასრულა

16 თებერვალი, 2012 •
კოდაკმა ოსკარის გამართვის ადგილის სპონსორობა დაასრულა

ოსკარის დაჯილდოვების ცერემონია კოდაკის კინოთეატრში აღარ გაიმართება, რადგანაც ფირმას მისცეს უფლება, შეეწყვიტა სპონსორობის ხელშეკრულება ოსკარის ლოს–ანჯელესის სახლთან.

Eastman Kodak–ი ისწრაფვოდა 74– მილიონიანი და 20-წლიანი კონტრაქტის დასრულებას, რომელიც 2000 წელს გაფორმდა.

უძრავი ქონების ჯგუფმა CIM , რომელიც თეატრის მფლობელია, აღნიშნული გადაწყვეტილება გააპროტესტა, თუმცა სასამართლომ გადაწყვეტილება კოდაკის სასარგებლოდ გამოიტანა.

CIM–ი არ ითხოვს, მოშორდეს თეატრს კოდაკის წარწერა 26 თებერვლამდე, მანამ, სანამ ოსკარის დაჯილდოვების ცერემონია არ გაიმართება. 

ღონისძიების ჩატარების ადგილი, რომელიც ჰოლივუდ ბულვარში, გრაუმანის ჩინურ თეატრთან მდებარეობს, ოსკარებით დაჯილდოვების ცერემონიას 2002 წლიდან მასპინძლობს.

CIM–ს არ გაუკეთებია კომენტარი თეატრის ახალ მმართველობასთან დაკავშირებით, თუმცა სავარაუდოა, რომ მალე დაიწყებს თეატრის ახალი კორპორატიული სპონსორის ძებნას.

ნებისმიეერი ახალი გარიგება მოითხოვს კინოაკადემიის, როგორც ოსკარის ორგანიზატორის, მხრიდან დამტკიცებას. გადაიცემა თუ არა მომავალში ოსკარების დაჯილდოვების ცერემონია აღნიშნული თეატრიდან, მოლაპარაკებებზეა დამოკიდებული.

გასული წლის დეკემბერში კინოაკადემიამ განიხილა CIM ჯგუფთან მისი კონტრაქტის ერთ–ერთ ვარიანტი, რომელიც ანიჭებს უფლებას, განიხილოს სხვა ვარიანტები, სანამ დარჩენილი 10 წლის მანძილზე აღნიშნულ თეატრთან თანამშრომლობას გააგრძელებს.

Eastman Kodak–მა თვის დასაწყისში განაცხადა, რომ კომპანია ციფრული კამერების წარმოებას აჩერებს, რათა უფრო შემოსავლიან დანაყოფებზე ფოკუსირდეს.

გასულ თვეში 133 წლის კომპანიამ თავი გაკოტრებულად გამოაცხადა, რათა კრედიტორებისგან თავი დაეცვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი