“ზემფირა” თბილისში კვლავ ჩამოდის, ჯგუფის კონცერტი 31 მარტს კლუბ “ტრიუმფში” გაიმართება.
კონცერტის ორგანიზატორია “ემ ეს კომპანია”. მათი ინფორმაციით, ზემფირა თბილისში 30 მარტს ჩამოფრინდება, კონცერტი კი 31 მარტს, საღამოს 9 საათზეა, დაგეგმილი.
კონცერტი კლუბ” ტრიუმფის” დიდ დარბაზში გაიმართება. როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, აქ ფეხზე დასადგომი ბილეთის ფასი 60 ლარიდან იწყება, ხოლო ადგილი მაგიდასთან 130 ლარი ეღირება. დიდ დარბაზში კონცერტზე დასწრებას 1500 ადამიანს შეძლებს.
კლუბის მეორე დარბაზში განთავსდება მონიტორი, სადაც “ზემფირას” კონცერტის პირდაპირი ტრანსლაცია მოხდება, დამატებით დარბაზში 200 ადგილია და აქ ბილეთის ფასი 25 ლარი იქნება.
“ემ ეს კომპანის” ინფორმაციით, ბილეთების ყიდვა პირველი მარტიდან იქნება შესაძლებელი.




