ხელოვნება

უიტნი ჰიუსტონი ნიუ ჯერსიში გადაასვენეს

14 თებერვალი, 2012 • 1129
უიტნი ჰიუსტონი ნიუ ჯერსიში გადაასვენეს

უიტნი ჰიუსტონი კალიფორნიიდან ნიუ ჯერსიში გადაასვენეს, მომღერალი სწორედ აქ დაიბადა.

პანაშვიდები კვირის ბოლომდე გაგრძელდება.

48 წლის მსახიობი სასტუმრო Beverly Hilton-ის ნომერში მკვდარი იპოვეს, პოლიციის ცნობით ის აბაზანაში ნახეს. სიკვდილის მიზეზი ჯერ–ჯერობით დადგენილი არაა. მომღერალი ადგილობრივი დროით 15:55 საათზე გარდაიცვალა.

ექსპერტების ინფორმაციით გადრაცვალების ზუსტი მიზეზების დადგენას დაახლოებით რვა კვირა დასჭირდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი