ხელოვნება

სერიალი “House”-ი დასრულდა

9 თებერვალი, 2012 •
სერიალი “House”-ი დასრულდა

“Fox”-მა დაადასტურა ის ფაქტი, რისი მოლოდინიც დიდი ხანია არსებობს, სერიალი “House”-ის ბოლო ეპიზოდი ეთერში 2011–2012 წლის სატელევიზიო სეზონის დასასრულამდე გავა.

აღნიშნული სერიალი 2004 წელს გამოჩნდა ეკრანებზე, სერიალის რეიტინგი საწყის ეტაპზე არცთუ მაღალი იყო, თუმცა საზოგადოებამ მაინც აიტაცა, ბრწყინვალე და მახვილგონიერი ექიმი გრეგორი ჰაუსი და სერიალი, “Fox”–ის ერთ–ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი გახდა. თუმცა ბოლო სეზონების გადაღება უფრო ძვირი დაჯდა, რეიტინგი კი თანდათან დაეცა.

სერიალის აღმასრულებელი პროდიუსერების ოფიციალური განცხადებით, ბევრი განხილვის შემდეგ სერიალის მერვე სეზონი უკანასკნელი იქნება და სერიალმა იმ მოლოდინებს მნიშვნელოვნად გადააჭარბა, რაც 2004 წელს არსებობდა, როცა “House”–ი პირველად გამოვიდა ეკრანებზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი