კინოხელოვნება

თეო ანგელოპულოსი გარდაიცვალა

25 იანვარი, 2012 • 1926
თეო ანგელოპულოსი გარდაიცვალა
თეო ანგელოპოლუსი, ცნობილი ბერძენი კინორეჟისორი, ავტოსაგზაო შემთხვევისას 76 წლის ასაკში დაიღუპა.

პოლიციისა და ექიმების განცხადებით, ანგელოპულოსმა სერიოზული დაზიანება მიიღო თავზე. რეჟისორი მას შემდეგ გადაიყვანეს საავადმყოფოში, რაც მას მოტოციკლეტით პოლიციელი დაეჯახა. უბედური შემთხვევა გადასაღებ მოედანთან ახლოს, ათენის მთავარი პორტთან მოხდა. ბერძენი რეჟისორი თავის ბოლო ფილმზე “The Other Sea” მუშაობდა.

ანგელოპულოსი ცნობილია თავისი ფილმებით: “პეიზაჟი ნისლში”, “კომედიანტები”, “ულისეს მზერა”. მისი კარიერა 40 წელს ითვლის.

1995 წელს  კანის კინოფესტივალის ჟიურის პრიზით დაჯილდოვდა ფილმისთვის  “ულისეს მზერა”.  თუმცა ფესტივალებზე ანგელოპულოსს მაინცდამაინც არ სწყალობდნენ.


ვრცლად ანგელოპულოსის შესახებ

მასალების გადაბეჭდვის წესი