ხელოვნება

ნანი მორეტი კანის კინოფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე იქნება

20 იანვარი, 2012 •
ნანი მორეტი კანის კინოფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე  იქნება

კანის კინოფესტივალის ორგანიზატორებმა გაამხილეს, რომ წელს ჟიურის თავმჯდომარე ცნობილი იტალიელი რეჟისორი და მსახიობი ნანი მორეტი იქნება. რეჟისორმა ოქროს პალმის რტო 2001 წელს, ფილმისთვის ”შვილის ოთახი” მიიღო.

58 წლის რეჟისორმა განაცხადა, რომ ჟიურის ხელმძღვანელობა პატივი და  დიდი პასუხისმგებლობაა.

ნანი მორეტი 1994 წელს, კანის კინოფესტივალზე დასახელებული იყო საუკეთესო რეჟისორად ფილმისთვის ”Dear Dairy”, მას ჯამში ექვსი ფილმი აქვს წარდგენილი კანის კინოფესტივალზე.

”როგორც რეჟისორი, ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავი, როცა ჩემი ფილმები  კანის კინოფესტივალზე იყვნენ წარდგენილნი,”- აღნიშნავს რეჟისორი.

მორეტი 1997 წელს 50-ე კანის კინოფესტივალის ჟიურის წევრი იყო.

”როგორც მაყურებელი, ჩემში კვლავ არის ის ცნობისმოყვარეობა, რაც ახალგაზრდობისას მახასიათებდა, ჩემთვის დიდი პატივია თანამედროვე კინემატოგრაფში მოგზაურობა”.

გასულ წელს კანის კინოფესტივალის ჟიურის რობერტ დე ნირო ხელმძღვანელობდა. ფესტივალი 11 დღის მანძილზე გრძელდება და 2012 წლის 16 მაისს გაიხსნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი