ხელოვნება

“საბა” 2012 იწყება

18 იანვარი, 2012 •
“საბა” 2012 იწყება

”თიბისი ბანკმა” ყოველწლიურ ლიტერატურულ კონკურს “საბაზე” განაცხადების მიღება დაიწყო. პირველ ეტაპზე საკონკურსო წიგნების წარდგენა უნდა მოხდეს, ვადა 10 თებერვლამდეა. პრემიაზე წიგნების წარდგენა როგორც გამომცემლობებს, ასევე, უშუალოდ წიგნის ავტორებს შეუძლიათ.

“საბას” რიგით მე-10 დაჯილდოება 2012 წლის ზაფხულში გაიმართება. მოხდება საუკეთესო ავტორებისა და წიგნების დაჯილდოება.

პრიზები შემდეგ ნომინაციებში გაიცემა:

  1. წლის საუკეთესო რომანი,
  2. წლის საუკეთესო პოეტური კრებული,
  3. წლის საუკეთესო პროზაული კრებული,
  4. წლის საუკეთესო თარგმანი,
  5. წლის საუკეთესო პიესა,
  6. წლის საუკეთესო კრიტიკა,
  7. წლის საუკეთესო ესსეისტიკა და დოკუმენტური პროზა,
  8. წლის საუკეთესო დებიუტი,
  9. პრემია ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის.

2011 წლის ლიტერატურულ პროდუქციას 5 კაცისგან შემდგარი ჟიური შეაფასებს. გამარჯვებულ ავტორებს, სპეციალურ პრიზთან ერთად, ფულადი პრემიები გადაეცემათ. საპრემიო ფონდი 40 ათას ლარს შეადგენს.

დამატებითი ინფორმაცია თი–ბი–სი ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი