ხელოვნება

The Visual Effect Awards–ის ნომინანტი ფილმები გამოცხადდა

11 იანვარი, 2012 •
The Visual Effect  Awards–ის ნომინანტი ფილმები გამოცხადდა

The Visual Effects Society(VES)–მა დაჯილდოების წინ ნომინანტები გამოაცხადა.

ნომინანტებს შორის ლიდერობენ ფილმები: “ტინტინის თავგადასავალი”, “ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები ნაწილი მეორე” და “ტრანსფორმერები: მთვარის ბნელი მხარე” .

ლიდერი ფილმების ხუთეულში, ასევე, “მაიმუნების პლანეტის აჯანყება” და “რანგო” შევიდნენ.

ვიზუალური ეფექტებისთვის ფილმების დაჯილდოების ცერემონია 7 თებერვალს სასტუმრო “ბევერლი ჰილტონში” გაიმართება.

წლევანდელ ცერემონიაზე სპეციალური დამსახურებისთვის ჯილდო პროდიუსერსა და სცენარისტს სტენ ლის გადაეცემა, რომელიც ისეთ ფილმებზე მუშაობდა, როგორებიცაა– “ადამიანი ობობა” (პირველი, მეორე და მესამე ნაწილები) და “რკინის კაცი”.

წელს ვიზუალური ეფექტებისთვის ფილმების დაჯილდოების ცერემონია მეათედ იმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი