როგორც მაიკლ კივანუკა ამბობს, ძნელად თუ წარმოიდგენდა, რომ მისი არც თუ ისე ადვილად დასამახსოვრებელი გვარი ერთ დღესაც უამრავ ადამიანს ეცოდინებოდა.
23 წლის მომღერალი, რომელიც წარმოშობით უგანდიდანაა, BBC-ის “2012 წლის ხმა” გახდა.
კივანუკა ლონდონში გაიზარდა. სკოლის პერიოდში, ისევე, როგორც სხვა ახალგაზრდებისთვის, მისთვის ყველაზე საყვარელი ჯგუფი “ნირვანა” იყო.
მას შემდეგ, რაც ჯიმი ჰენდრიქსი აღმოაჩინა, რომელიც მასავით შავკანიანი იყო, თავადაც გადაწყვიტა, ხელში გიტარა აეღო.
როგორც ამბობს, მისი მუსიკალური გემოვნების ჩამოყალიბებაზე გავლენა ბობ დილანმაც მოახდინა, დილანის დისკი მას მეგობარმა დაბადების დღეზე აჩუქა.
“ვფიქრობ, ყველა მომღერლის ოცნებაა, ჰქონდეს სხვებისგან გამორჩეული ხმა. იმედი მაქვს, გავამართლებ მსმენელის იმედს და ჩემი მუსიკის მოსმენით სიამოვნებას მიიღებენ”, – განაცხადა მსახიობმა ერთ–ერთ ინტერვიუში.
მაიკლის სადებიუტო ნამუშევარი Tell Me A Tale 2011 წლის 13 ივნისს გამოვიდა. მისი პირველი ალბომი Home Again კი 2012 წლის მარტში გამოვა.




