
The Rolling Stone Magazine-მა 2011 წლის 10 საუკეთესო ფილმი დაასახელა.
– მეათე ადგილს “ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები, ნაწილი II” იკავებს, რომელიც ჰარი პოტერის შესახებ გადაღებული ფილმების ბოლო ნაწილია.
– მეცხრე ადგილზეა “სიცოცხლის ხე”, ტერენს მალიკის ფილმი, რომელშიც მთავარ როლებს ცნობილი მსახიობები ბრედ პიტი და შონ პენი ასრულებენ.
– შემდეგ პოზიციას ფილმი “რისკის ზღვარი” იკავებს. ფილმი, რომელშიც მთავარ როლს კევინ სპეისი ასრულებს, 2008 წლის ეკონომიკური კრიზისის შესახებ მოგვითხრობს.
– მეშვიდე ადგილზეა ფილმი Tinker Tailor Soldier Spy. ბრიტანეთის დაზვერვის თანამშრომლებს ეჭვი აქვთ, რომ მათი ერთ–ერთი თანამშრომელი რუსეთისთვის მუშაობს, პენსიაზე გასული ჯორჯ სმაილი გამოძიებას იწყებს. ფილმის რეჟისორი ტომას ალფრედსონია.
– მეექვსე ადგილზეა მარტინ სკორსეზეს 3D ფორმატში გადაღებული ფილმი “ჰუგო”, ფილმი 1930–იანი წლების პარიზში მცხოვრები 12 წლის ბიჭის თავგადასავალზე მოგვითხრობს.
– მეხუთე ადგილზე რეჟისორ ვუდი ალენის “შუაღამე პარიზში” გავიდა, რომანტიკული კომედია, რომელშიც მთავარ როლებს ოუენ უილსონი და რეიჩელ მაკადამსი ასრულებენ.
– მეოთხე ადგილზე გასული ფილმის მთავარი გმირი კვლავ ბრედ პიტია. ფილმში Moneyball ბრედ პიტი ბეისბოლის გუნდის მენეჯერის როლს ასრულებს, რომელიც ცდილობს, ფინანსური სირთულეების მიუხედავად კონკურენტუნარიანი გუნდი შექმნას.
– მესამე ადგილზეა კომედიური ჟანრის ფილმი The Descendants. ჯორჯ კლუნი მამის როლში გვევლინება, რომელიც მეუღლის გარდაცვალების შემდეგ თავის ქალიშვილებთან ურთიერთობის გაუმჯობესებას ცდილობს.
– მეორე ადგილი ფრანგი რეჟისორის გადაღებულმა ფილმმა The Artist დაიკავა. შავ–თეთრი უხმო ფილმი 1927 წლის ჰოლივუდური სიყვარულის ისტორიას გვიამბობს.
–პირველ ადგილზე კი გავიდა ფილმი Drive. მთავარი როლის შემსრულებელი რაიან გოსლინგი მრბოლელია, რომელიც ჰოლივუდისთვის კასკადიორულ ტრიუკებს ასრულებს. ფილმის პრემიერა 2011 წლის სექტემბერში შედგა და თავიდანვე კრიტიკოსების საკმაოდ დადებითი შეფასებები დაიმსახურა.




