ხელოვნება

ბრიუგეში ყინულის ფესტივალი მიმდინარეობს

22 დეკემბერი, 2011 •
ბრიუგეში ყინულის ფესტივალი მიმდინარეობს

ბელგიის ქალაქ ბრიუგეში ყოველწლიურად, ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, ყინულის ფესტივალი იმართება.

ქალაქში ყოველ წელს რკინიგზის სადგურის წინ საგამოფენო კომპლექსს ამონტაჟებენ, სადაც ფესტივალზე სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული მოქანდაკეები იკრიბებიან და ყინულისგან სკულპტურებს ქმნიან.

გამოფენა დახურულ სივრცეში ბელგიის თბილი კლიმატური პირობების გამო კეთდება.
ყოველწლიურად ფესტივალზე დაახლოებით 400 ტონა თოვლი იხარჯება, რომლისგან შექმნილი სკულპტურებიც 1000 კვადრატულ მეტრზეა განლაგებული.

თემა ყოველ წელს განსხვავებულია. წლევანდელი ფესტივალისთვის, რომლის თემაც “პარიზის დისნეილენდია”, მზადება ჯერ კიდევ 2011 წლის ნოემბრის ბოლოს დაიწყო, ხოლო დასრულებული ნამუშევრების გამოფენა 2012 წლის 15 იანვრამდე გაგრძელდება.

იმის გამო, რომ 2012 წელი დრაკონის წელიწადია, ნამუშევრებს შორის მრავლად შეხვდებით ამ არსებებს, რომლებიც სხვადასხვაფრადაა განათებული.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი